რემონტი

ახალი საცხოვრებელი ბინის შეძენისას ბევრ კლიენტს უკვე ჩამოყალიბებული აქვს აზრი ბინის მომავალ იერ-სახეზე. ჩვენი კომპანია გთავაზობთ მომსახურებას „ბინების რემონტი“, რათა წარმატებით განახორციელოთ თქვენი ოცნებები.

დაივიწყეთ მუდმივი ნერვიულობა, ფორიაქი და დროის ხარჯვა! ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ყურადღებით მოგისმენენ, გაითვალისწინებენ თქვენს სურვილებსა და მოთხოვნებს, შეადგენენ აუცილებელ სქემებსა და ნახაზებს, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება რემონტის პროცესი.სამუშაო შესრულებული იქნება გამოცდილი სპეციალისტების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხარისხიანი მასალების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს სამუშაოს მაღალ ხარისხს. დარწმუნებული იყავით იმაში, რომ სამუშაოები ჩატარდება სრული მოცულობით და დასრულდება ხელშეკრულებაში მითითებულ თქვენთვის საჭირო დროში.სხვადასხვა სირთულის ბინების რემონტიდან  ჩვენ გთავაზობთ რემონტის სამ ძირითად სახეს: სტანდარტი, ევრო და ლუქსის კლასის რემონტი.

სტანდარტი

რემონტის აღნიშნული სახე ითვალისწინებს ტრადიციულ ტექნოლოგიებს ხარისხიანი,  უბრალო და საიმედო მასალების გამოყენებით. ასეთი რემონტი, როგორც წესი, უმოკლეს დროში სრულდება  და კლიენტს აძლევს შესაძლებლობას შემდგომში დამოუკიდებლად დაასრულოს ბინის დიზაინი.

ევრორემონტი

ევრორემონტი განსხვავდება სტანდარტისაგან შედარებით ძვირფასი მასალების გამოყენებით, აგრეთვე შესაძლებლობით უმნიშვნელოდ შეიცვალოს შენობის თავდაპირველი  დაგეგმარება, იგულისხმება, მაგალითად, შეკიდული ჭერის მონტაჟი, სექციების შექმნა და ა. შ.

ლუქსის კლასის რემონტი

ეს არის უმაღლესი კლასის რემონტი, რომელიც გულისხმობს ბინის სავსებით შეცვლილ და მაქსიმალურად მდიდრულ იერ-სახეს. ამისათვის გამოიყენება მხოლოდ ყველაზე მაღალხარისხიანი თანამედროვე მასალები, რაც ინდივიდუალურ დიზაინთან ერთად ქმნის ძვირადღირებული კომფორტის შეგრძნებას.ჩვენი სპეციალისტები მზად არიან ნებისმიერ დროს მოგისმინონ, გაითვალისწინონ თქვენი სურვილები რემონტის მსვლელობისას, იმსჯელონ დაკვეთის ცვლილებებისა და შესრულების ვადების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ ბინა, დააკვირდეთ ხელოსნების მუშაობას, ან მიმართოთ კომპანიის მთავარ ოფისს და ამგვარად  აკონტროლოთ სამუშაო პროცესი ყოველ ეტაპზე.ნუ გასწევთ ეკონომიას მასალებსა და კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე, ამას შესაძლოა მოყვეს არასასიამოვნო და უარყოფითი შედეგები. უარეს შემთხვევაში უხარისხო რემონტის შემდეგ ზოგჯერ საჭირო ხდება მისი სრული გადაკეთება. საცხოვრებელი ბინის შეძენისას შეუკვეთეთ ჩვენს სპეციალისტებს ბინის რემონტი და დარწმუნებული იყავით იმაში, რომ თქვენი ბინა საიმედო ხელშია!

შეავსეთ ქვედა ველები
და ჩვენ დაგიკავშირდებით
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე
+995 558 300 300
თქვენი მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა