პარტნიორობა

ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი შავი ზღვის სანაპიროზე საცხოვრებელი ბინის შეძენისადმი.

ამიტომაც საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე არსებული დიდი მოთხოვნილებიდან გამომდინარე ჩვენი კომპანია ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას სთავაზობს ყველა მსურველს - უძრავი ქონების სააგენტოებსა და კერძო პირებს.

ჩვენი საპარტნიორო პროგრამა უძრავი ქონების სფეროში გულისხმობს სრულ წვდომას საფირმო მომსახურების გაყიდვაზე. ჩვენ ვცდილობთ დავზოგოთ კლიენტების დრო და ამიტომაც ჩვენი მთავარი მიზანია მაქსიმალურად ეფექტურად მოვიძიოთ საჭირო ობიექტი და უმოკლეს ვადებში გავაფორმოთ ხელშეკრულება. უძრავი ქონების გაყიდვასთან ერთად მომხმარებელს ვთავაზობთ საპარტნიორო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი მომსახურების სრულ სპექტრს, მაგალითად, „ბინების რემონტი“, „არქიტექტურა და დიზაინი“, „ბინები სრული პაკეტით“. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ჩვენი ნებისმიერი წინადადება, ობიექტი ან მომსახურების მთელი კომპლექსი და გამოაქვეყნოთ ის საკუთარ ვებ-გვერდზე, ან განათავსოთ რეკლამა თქვენს ოფისში, მაღაზიაში და ასე შესთავაზოთ პოტენციურ კლიენტებს.

ჩვენი კომპანიის მომსახურება ითვალისწინებს ინდივიდუალურ მიდგომას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ პოტენციურ კლიენტებს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში.

მუდმივ პარტნიორებს ჩვენ ვთავაზობთ საუკეთესო ფასებსა და ფასდაკლებას. მომსახურების ფართო ასორტიმენტი, ერთიანი მომსახურება და ჩვენი კლიენტების უფლებათა საიმედო დაცვა გვაძლევს საშუალებას მუდმივად გავზარდოთ კლიენტთა ბაზა. ეს კი საგრძნობლად გაზრდის ჩვენი პარტნიორების მომსახურების გაყიდვისაგან მიღებულ შემოსავალს. საკომისიო გასამრჯელოს ოდენობა დამოკიდებულია თანამშრომლობის ფორმაზე და შეადგენს 3%-მდე ყოველ დასრულებულ შეთანხმებაზე.

თუ დაინტერესდით ჩვენთან თანამშრომლობითა და პარტნიორობით, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ მთავარ ოფისში. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ თქვენი ყველა წინადადება და გიპასუხოთ უმოკლეს დროში. ამასთან ერთად უზრუნველვყოფთ თქვენს შეხვედრებს ჩვენს სპეციალისტებთან, რომლებიც გაგიწევენ კონსულტაციებს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.

მოგვწერეთ თქვენი სახელი და ტელეფონის ნომერი
და ჩვენ დაგიკავშირდებით
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე
+995 558 300 300
თქვენი მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა